მთავარი მომსახურების პირობები

მომსახურების პირობები

ეს პირობები ვრცელდება ვებგვერდზე boolean.ge და ჩვენს მობილურ აპლიკაციებზე.

ბოლო განახლება: 18 აგვისტო, 2026

1. ზოგადი დებულებები

მომსახურებას უზრუნველყოფს შპს „ბულენი" (Boolean LLC) (ს/ნ 402045666). ვებგვერდის ან აპლიკაციის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს.

2. აპლიკაციის გამოყენება

მობილური აპლიკაცია განკუთვნილია იმ კომპანიების თანამშრომლებისთვის, რომლებთანაც გვაქვს მოქმედი ხელშეკრულება. წვდომას გაძლევთ თქვენი დამსაქმებელი — აპლიკაციაში დამოუკიდებელი რეგისტრაცია არ ხდება.

  • ანგარიშის მონაცემები პირადია და მესამე პირისთვის გადაცემას არ ექვემდებარება.
  • აკრძალულია სისტემაში უნებართვო წვდომის მცდელობა, პროგრამის დეკომპილაცია ან მისი ფუნქციონირების ხელოვნური დარღვევა.
  • სისტემაში შეყვანილი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია მომხმარებელი და მისი დამსაქმებელი.

3. ინტელექტუალური საკუთრება

პროგრამული უზრუნველყოფა, მისი კოდი, დიზაინი, სასაქონლო ნიშანი და დოკუმენტაცია შპს „ბულენი" (Boolean LLC)-ის საკუთრებაა. ხელშეკრულება გაძლევთ გამოყენების უფლებას, და არა საკუთრების უფლებას.

4. მომსახურების ხელმისაწვდომობა

ვცდილობთ სისტემა მუდმივად ხელმისაწვდომი იყოს, თუმცა ტექნიკური სამუშაოების, განახლებების ან ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შესაძლებელია დროებითი შეფერხება. დაგეგმილი სამუშაოების შესახებ წინასწარ ვატყობინებთ კლიენტს.

5. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

არ ვაგებთ პასუხს იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ არასწორად შეყვანილი მონაცემებით, ინტერნეტკავშირის შეფერხებით, მოწყობილობის გაუმართაობით ან სისტემის ხელშეკრულების პირობების საწინააღმდეგო გამოყენებით.

6. მონაცემები

მონაცემების დამუშავების წესი აღწერილია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, რომელიც ამ პირობების განუყოფელი ნაწილია.

7. ცვლილებები და მოქმედი სამართალი

პირობების განახლებისას ამ გვერდზე შეიცვლება თარიღი. ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავები წყდება მოლაპარაკებით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობისას — საქართველოს სასამართლოში.

9. კონტაქტი

შპს „ბულენი" (Boolean LLC) · info@boolean.ge · 577 92 30 31