რეალური სურათი თაროდან — ციფრული კონტროლი და ფოტოაუდიტი
ვიზიტისას აგენტი დეტალურად აღრიცხავს, თუ რა პროდუქცია არის თაროზე, რა რაოდენობის ნაშთია დარჩენილი, ხომ არ არის დაზიანებული ან ვადაგასული საქონელი.სავალდებულო ფოტოფიქსაცია უტყუარად ადასტურებს არსებულ მდგომარეობას, მენეჯერის მიერ დაწერილი ქულა აისახება აგენტების საქმიანობაზე.
რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ შეკვეთის რაოდენობის ცოდნა?
შეკვეთის ჯამური თანხა მხოლოდ იმას გვეუბნება, თუ რამდენი გაიყიდა მოცემულ მომენტში. თუმცა, იგი არაფერს ამბობს იმაზე, თუ როგორაა პროდუქცია განლაგებული დახლზე, სად არის განთავსებული, დარჩა თუ არა თაროზე საკმარისი ნაშთი და ხომ არ დევს სადმე ვადაგასული საქონელი — არადა, სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავთ თქვენს მომავალ გაყიდვებს.
მერჩენდაიზინგი ტრადიციულად ცალკე სპეციალისტის საქმეა, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჩვენს სისტემაში ეს პროცესი აგენტის ყოველდღიური ვიზიტის ბუნებრივ ნაწილად იქცევა — ყოველგვარი ზედმეტი გასვლისა და რესურსის დაკარგვის გარეშე.
ვიზიტის დროს
ნაშთი თაროზე
სისტემა ზუსტად აღრიცხავს, თუ რამდენი ერთეული პროდუქციაა დახლზე უშუალოდ ვიზიტის მომენტში. ეს მონაცემი აგენტს ეხმარება, სწორად განსაზღვროს ახალი შეკვეთის ოპტიმალური რაოდენობა. პროცესი ეყრდნობა მხოლოდ რეალურ, ფაქტობრივ ნაშთებს და გამორიცხავს შეკვეთების გაფორმებას ზეპირი ვარაუდებით ან „მოგონებით“.
ვადაგასული პროდუქცია
ობიექტზე აღმოჩენილი ვადაგასული საქონელი ფიქსირდება ვიზიტისას. ინფორმაცია მენეჯერს გადაეცემა და შემდგომი ქმედება — დაბრუნება ან ჩამოწერა — უკვე დოკუმენტურად მიმდინარეობს.
დაზიანებული საქონელი
დაზიანებული შეფუთვა ან წუნდებული პროდუქტი სისტემაში სრულიად ცალკე აღირიცხება.ეს მონაცემი კომპანიას აძლევს რეალურ საფუძველს, ობიექტურად შეაფასოს შიდა ლოგისტიკის ხარისხი და საწყობში საქონლის შენახვის მიმდინარე პირობები.
სტენდი და განლაგება
სისტემა საშუალებას გაძლევთ, დეტალურად აკონტროლოთ, თუ როგორ არის წარმოდგენილი თქვენი პროდუქცია თაროზე და რა ადგილი უჭირავს მას.თანამშრომელი ადგილზევე აფასებს ბრენდირებული სტენდებისა და სარეკლამო მასალების მიმდინარე მდგომარეობას, რაც გარანტიას გაძლევთ, რომ მარკეტინგული სტანდარტები ყველა მაღაზიაში დაცულია.
ვიზუალური ანგარიშიდან — კონკრეტულ რეიტინგამდე
ფოტო არ რჩება უბრალო არქივად — ის შეფასდება და მაღაზიის რეიტინგში აისახება.
შეკვეთის გაფორმებამდე პროგრამა აგენტს არ აძლევს გაგრძელების საშუალებას, სანამ პროდუქციას არ გადაუღებს.
სუპერვაიზერი ან მენეჯერი თითოეულ ფოტოს აფასებს 5-ბალიანი სისტემით.
შეფასებებიდან გამოითვლება ობიექტის საშუალო ქულა — პროდუქციის განლაგებისა და ადგილმდებარეობის მიხედვით.
შეფასება ეხება აგენტის ნამუშევარსაც. მაჩვენებელი შეიძლება გამოყენებული იყოს თანამშრომლის მოტივაციისთვის.
მართვის ახალი ბერკეტები მენეჯმენტისთვის
გაყიდვების ვარდნის რეალური მიზეზი ხშირად პროდუქტის ფასში კი არა, უშუალოდ თაროზეა: საქონელი არასწორად არის განლაგებული, ბოლო რიგში დევს ან საერთოდ ამოიწურა. ვიზიტის დროს აღრიცხული ნაშთი და ფოტოფიქსაცია ამ ფარულ პრობლემებს სრულად ხილვადს ხდის — თანაც ზუსტად იმ მომენტში, როდესაც სიტუაციის გამოსასწორებლად რეაგირება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
ვადაგასული და დაზიანებული პროდუქციის სისტემატური ანალიზი კი მენეჯმენტს მკაფიოდ უჩვენებს, თუ რომელ კონკრეტულ ობიექტებზე მეორდება ეს ხარვეზი. ეს მონაცემები გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ეხმარება, დროულად დაინახონ მიწოდების ჯაჭვში ან შენახვის პირობებში არსებული სისტემური საკითხები.
ნახეთ სისტემა თქვენს მონაცემებზე
დემოზე გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება თქვენი პროცესები რეალურ ინტერფეისში. კითხვებზე იმავე შეხვედრაზე ვპასუხობთ.

