ციფრული პროგრამული უზრუნველყოფა
თქვენი სამუშაო პროცესის გასამარტივებლად შეკვეთების, მარშრუტებისა და ფინანსური პროცესების ერთიანი მართვის სისტემა. უზრუნველყავით სრული კონტროლი, გამჭვირვალობა და ეფექტურობა თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.






დანერგვის შემდეგ საოპერაციო სამუშაოზე დახარჯული საათები სამჯერ შემცირდა.
სადისტრიბუციო კომპანიის შეფასება
აირჩიეთ მიმართულება
დისტრიბუცია
გაყიდვების აგენტების, მარშრუტების, ვიზიტებისა და შეკვეთების მართვა. მობილური აპლიკაცია ქსელში მომუშავე გუნდისთვის.
- მარშრუტები და GPS-კონტროლი
- დავალებები სავაჭრო ობიექტზე
- მერჩენდაიზინგი და ფოტო-ანგარიშები
- ნაშთები და ანალიტიკა რეალურ დროში
ფულადი სახსრების დადასტურება
გამავალი ფინანსური ნაკადების ერთიანი მართვა და ხარჯების მყისიერი კონტროლი; გადახდის განაცხადები მრავალდონიანი დამტკიცებით და ორმხრივი ინტეგრაცია ERP-სთან.
- 4-დონიანი დამტკიცება ლიმიტებით
- უსაფრთხო წვდომა სისტემასთან
- სახელფასო ანალიზი
- სრული აუდიტის კონტროლი
რა გვხდის განსხვავებულს
ვმუშაობთ ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან
ვიცნობთ ადგილობრივი დისტრიბუციისა და ბუღალტრული აღრიცხვის რეალობას. სისტემა არ საჭიროებს „მორგებას უცხო პროცესზე".
ვნერგავთ და არა ვყიდით
პროექტი მთავრდება მაშინ, როცა თქვენი გუნდი სისტემით მუშაობს — და არა მაშინ, როცა ლიცენზია გადმოგეცემათ.
მარტივი ინტეგრაცია თქვენს სააღრიცხვო სისტემასთან
ორმხრივი სინქრონიზაცია ცნობარებზე, დოკუმენტებსა და ნაშთებზე. ორმაგი შეყვანა არ არის საჭირო.
პროგრამა ვითარდება
ფუნქციონალი პერიოდულად ემატება მოქმედი კლიენტების საჭიროებიდან გამომდინარე.
პერსონალური მენეჯერი თქვენი ბიზნესისთვის
ყოველ პროექტს ჰყავს თავისი მმართველი და არა ზოგადი „მხარდაჭერის გუნდი“.
რა გზას გადის კლიენტი თანამშრომლობისას
ოთხი ეტაპი პირველი კომუნიკაციიდან პროექტის განხორციელებამდე
დაგვიკავშირდებით ფორმით, ფოსტით ან ტელეფონით. პასუხს იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს მიიღებთ.
გავეცნობით თქვენს პროცესებს და გაჩვენებთ დემოს. ღიად გაგიზიარებთ თუ რა ამოცანების გადაჭრაში დაგეხმარებათ პლათფორმა.
ვათანხმებთ სამუშაოს მოცულობას, ინტეგრაციის საზღვრებს, ვადებსა და ღირებულებას.
დაყენება, ინტეგრაცია სააღრიცხვო სისტემასთან, თანამშრომლების სწავლება და მხარდაჭერა.
ნახეთ სისტემა თქვენს მონაცემებზე
დემოზე გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება თქვენი პროცესები რეალურ ინტერფეისში. კითხვებზე იმავე შეხვედრაზე ვპასუხობთ.

