აკონტროლეთ საველე გუნდის აქტივობები და გაყიდვების პროცესი რეალურ დროში
Boolean-ის სადისტრიბუციო სისტემა ერთ სივრცეში აერთიანებს მარშრუტებს, ვიზიტებს, შეკვეთებსა და ანალიტიკას. მენეჯერი სრულად თავისუფლდება ზედმეტი სატელეფონო ზარებისგან — აგენტების ლოკაცია და კლიენტების მოთხოვნები რეალურ დროში, პირდაპირ სისტემაში ჩანს.






ეს პრობლემები ალბათ გეცნობათ
მარშრუტის შერჩევა სრულად აგენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რაც გამორიცხავს ვიზიტების ზუსტ თანმიმდევრობას. შედეგად, ქსელის დაფარვა ხდება არასისტემური და ობიექტების ნაწილი კვირაობით რჩება მოუნახულებელი.
სამუშაო დღის ბოლოს დაუსრულებელი სატელეფონო ზარები, ცხრილების მექანიკური შევსება და ზეპირი ანგარიშები უამრავ ენერგიას ითხოვს. ეს არის დრო, რომელიც გაყიდვებსა და მოგების ზრდაზე უნდა იხარჯებოდეს.
გეგმის შესრულების რეალური სურათი მხოლოდ თვის დახურვის შემდეგ იკვეთება. ეს ნიშნავს, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად და ეფექტური რეაგირებისთვის დრო უკვე დაკარგულია.
მაღაზიის დახლებზე მიმდინარე პროცესები სრულად უკონტროლო რჩება. ზუსტი მონაცემების გარეშე შეუძლებელია იმის გაგება, თუ როგორაა განლაგებული პროდუქცია, არის თუ არა ნაშთები თაროებზე, ხომ არ ფიქსირდება დაზიანებული ან ვადაგასული საქონელი და ინარჩუნებს თუ არა სტენდი პირვანდელ სახეს.
რა იცვლება პირველივე კვირაში
მოძრაობა ორგანიზებულია, არა შემთხვევითი
მარშრუტს სუპერვაიზერი გეგმავს, GPS-რუკა კი აგენტს უახლოეს ობიექტამდე მიჰყავს. ვიზიტი აპლიკაციაში იწყება და სრულდება — ფიქსირდება ობიექტი, დრო და ხანგრძლივობა. თუ აგენტი მაღაზიიდან 50 მეტრზე შორსაა, შეკვეთის გაფორმება იბლოკება.
მიზნობრივი დავალებები და ციფრული კონტროლი
სუპერვაიზერიც და აგენტიც მარტივად ქმნიან დავალებებს კონკრეტული სავაჭრო ობიექტებისთვის, სადაც ზუსტად გაწერილია ვიზიტისას შესასრულებელი სამუშაო. დავალების პროგრესი და შესრულება მომენტალურად ფიქსირდება სისტემაში, რაც უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის სრულ გამჭვირვალობას და გამორიცხავს გაუგებრობებს.
მარაგების მართვა რეალურ დროში
აგენტი უშუალოდ სავაჭრო ობიექტზე ყოფნისას, ხედავს საწყობში არსებულ ზუსტ ნაშთებს. რაც სრულად გამორიცხავს იმ პროდუქციის შეკვეთას, რომელიც მარაგში არ არის. ეს კი მკვეთრად ამცირებს გაუქმებული შეკვეთების რაოდენობას და ზრდის კლიენტების ნდობას
გეგმების კონტროლი რეალურ დროში მთელი გუნდისთვის
ანგარიშგება ხელმისაწვდომია როგორც მენეჯერისთვის, ისე უშუალოდ აგენტისთვის. საველე თანამშრომელი რეალურ დროში ხედავს საკუთარ გაყიდვებს, დღისა თუ თვის გეგმის შესრულების პროგრესს და დებიტორულ დავალიანებებს. აგენტმა ზუსტად იცის თავისი მიმდინარე სტატუსი თვის დახურვამდე, რაც მას შედეგების გაუმჯობესების მოტივაციას აძლევს.
სრული კონტროლი თაროებზე და ინტეგრირებული საბონუსე სისტემა
სისტემა უზრუნველყოფს სავაჭრო წერტილების იდეალურ ვიზუალურ კონტროლს. აგენტები ვიზიტისას აღრიცხავენ თაროს ნაშთებს და ამოწმებენ პროდუქციის ხარისხს (ვადები, დაზიანებები). სავალდებულო ფოტოანგარიშგების წყალობით, მენეჯერი 5-ბალიანი შკალით აფასებს მერჩენდაიზინგის ხარისხს, რაც პირდაპირ კავშირშია თანამშრომლის ბონუსთან.
მენეჯერის დროის დაზოგვა და პროცესების სრული კონტროლი
ერთი მენეჯერი მარტივად და ეფექტურად მართავს 10–20 აგენტს. რეალურ დროში ხედავთ თითოეული მათგანის ლოკაციას, მიღებულ შეკვეთებსა და ობიექტებზე არსებულ დავალიანებებს. ყოველდღიური სატელეფონო ზარები და გადამოწმებები წარსულს ბარდება.
ახალი თანამშრომლების სწრაფი ადაპტაცია
ახალი აგენტი სამუშაო პროცესში პირველივე დღიდანვე მარტივად ერთვება. აპლიკაციაში ჩაშენებული რუკა და წინასწარ გაწერილი მარშრუტი ზუსტად უჩვენებს მას, თუ სად უნდა წავიდეს. გამოცდილი კოლეგის თანხლება და გზის სწავლება პირველ დღეებში აღარ არის საჭირო.
დანერგვის შემდეგ საოპერაციო სამუშაოზე დახარჯული საათები სამჯერ შემცირდა.
სადისტრიბუციო კომპანიის შეფასება
აგენტის დღე სისტემაში
დილიდან საღამომდე — საველე გუნდის ყოველი ნაბიჯი და აქტივობა ფიქსირდება სრულიად ავტომატურად. აგენტს აღარ უწევს მონაცემების ხელით შეყვანა.
სუპერვაიზერს შედგენილი აქვს, რომელი ობიექტები უნდა მოინახულოს აგენტმა დღეს.
უახლოესი სავაჭრო ობიექტი და მისვლის მარშრუტი.
აგენტი აფიქსირებს მისვლას — სისტემა ამოწმებს, ნამდვილად ადგილზეა თუ არა.
ფიქსირდება, რამდენი დრო დაჰყო აგენტმა ობიექტზე. დოკუმენტი და ფოტო უკვე სისტემაშია.
ვინ რამდენ ობიექტზე იყო, რა შეუკვეთეს და როგორ შესრულდა გეგმა.
რა შედის სისტემაში
მარშრუტები, ვიზიტები და GPS
ვიზიტების დაგეგმვა, რუკა უახლოესი ობიექტით, ადგილმდებარეობის შემოწმება, Check-in / Check-out.
ვრცლადდავალებები
დავალების შექმნა კონკრეტულ ობიექტზე — სუპერვაიზერისგანაც და აგენტისგანაც. შესრულების კონტროლი ვიზიტის ფარგლებში.
ვრცლადმერჩენდაიზინგი და ფოტო-ანგარიშები
თაროზე არსებული ნაშთი, ვადაგასული და დაზიანებული პროდუქცია, სავალდებულო ფოტო, 5-ბალიანი შეფასება და მაღაზიის რეიტინგი.
ვრცლადანგარიშგება და ნაშთები
დღის და თვის გეგმის ანალიზი, დებიტორული ანალიზი, გაყიდვების ჭრილები, საწყობის ნაშთები რეალურ დროში.
ვრცლადდოკუმენტების ნაკადი
შეკვეთა, ზედნადები, დაბრუნება, გადახდა, დავალება, განაცხადი დაბრუნებაზე — ერთ სისტემაში.
ვრცლადსრული მობილურობა
გაყიდვების მართვა პირდაპირ სმარტფონიდან
- ფოტო-ანგარიშები
- დღის შემაჯამებელი ანგარიში
- დოკუმენტები
- გაყიდვების გეგმის შესრულება
ნახეთ აპლიკაცია ცოცხლად
დემოზე გაჩვენებთ მობილურ აპლიკაციას რეალურ მოწყობილობაზე — როგორ იწყება ვიზიტი, როგორ იღება ფოტო და როგორ ფორმდება შეკვეთა.
დემოს მოთხოვნაAndroid აპლიკაციის დემო ვერსია მალე ხელმისაწვდომი გახდება ჩამოსატვირთად.
სრული სინქრონიზაცია თქვენს სააღრიცხვო სისტემასთან
პროგრამა იდეალურად ინტეგრირდება თქვენს სააღრიცხვო სისტემასთან და მონაცემებს რეალურ დროში ცვლის. ცნობარები, დოკუმენტები და ნაშთები ორივე მხარეს მყისიერად ახლდება, რაც სრულად გამორიცხავს მონაცემების განმეორებით, ხელით შეყვანის საჭიროებას.
ნახეთ სისტემა თქვენს მონაცემებზე
დემოზე გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება თქვენი პროცესები რეალურ ინტერფეისში. კითხვებზე იმავე შეხვედრაზე ვპასუხობთ.

