მთავარი შესახებ

ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაცია და სრული კონტროლი

კომპანია ‘’ბულენი’’ მომხმარებელს ციფრულ პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს. იგი ბაზარზე ოპონირებს 2017 წლიდან და თანამშრომლობს, როგორც საშუალო, ასევე მსხვილ ბიზნესებთან. კომპანიის გუნდი მომხმარებლებს მრავალფუნქციურ, მაღალ ხარისხიან პროგრამებს სთავაზობს.

2017წლიდან ბაზარზე
300+მომხმარებელი
10 000სავაჭრო ობიექტი სისტემაში
ჩვენ გვენდობიან
აქვა გეოORBITA Distributionბებოს ლავაშიG&A GroupGDLCaucasus Auto
ვინ ვართ

მისია, მიზანი, ღირებულებები

მისია

განვავითაროთ ციფრული პროგრამული უზრუნველყოფის სფერო საქართველოში და თვალსაჩინო გავხადოთ მისი გამოყენების საჭიროება.

მიზანი

შევთავაზოთ მომხმარებელს მაღალი ხარისხის მართვის სისტემები, გავუმარტივოთ ორგანიზაციებს შიდა კომუნიკაცია და დავამყაროთ ნდობაზე აგებული ურთიერთობა.

ღირებულებები

ნდობა, კლიენტზე მუდმივი ზრუნვა, პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი და სწრაფვა განვითარებისკენ.

დამფუძნებელი

ზვიად ბარბაქაძე

კომპანიის დამფუძნებელი მრავალი წელია მოღვაწეობს ციფრული პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში. მან შეისწავლა ბაზარზე არსებული პროგრამების უპირატესობები და ნაკლოვანებები და გადაწყვიტა, ამ სფეროში საკუთარი ხელწერა შეეტანა.

ასე გაჩნდა სადისტრიბუციო პროგრამა და ფულადი სახსრების დადასტურების სისტემა. ასევე, მათი მობილური აპლიკაციები, რომლებიც მარტივი, კომფორტული და მოქნილია. პროგრამებში ასახულია ყველა საჭირო ფუნქცია, თითოეული მათგანი ხარისხიან და კომფორტულ მომსახურებას უზრუნველყოფს.

თანამშრომლობა

როგორ მიმდინარეობს პროექტი

01კონტაქტი

დაგვიკავშირდებით ფორმით, ფოსტით ან ტელეფონით.

02კონსულტაცია

გავეცნობით თქვენს პროცესებს და გაჩვენებთ დემოს.

03შეთანხმება

ვათანხმებთ სამუშაოს მოცულობას, ვადებსა და ღირებულებას.

04დანერგვა

დაყენება, ინტეგრაცია, სწავლება და მხარდაჭერა.

ნახეთ სისტემა თქვენს მონაცემებზე

დემოზე გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება თქვენი პროცესები რეალურ ინტერფეისში. კითხვებზე იმავე შეხვედრაზე ვპასუხობთ.