მთავარი მონაცემების წაშლა
ანგარიშისა და მონაცემების წაშლის მოთხოვნა
თუ გსურთ თქვენი ანგარიშისა და მასთან დაკავშირებული მონაცემების წაშლა, ეს გვერდი აღწერს პროცედურას.
ბოლო განახლება: 18 აგვისტო, 2026
როგორ გამოვაგზავნო მოთხოვნა
გამოგვიგზავნეთ წერილი მისამართზე info@boolean.ge, სათაურით „მონაცემების წაშლის მოთხოვნა". წერილში მიუთითეთ:
- თქვენი სახელი და გვარი;
- აპლიკაციაში გამოყენებული მომხმარებლის სახელი;
- კომპანია, რომელშიც მუშაობთ ან მუშაობდით;
- რის წაშლას ითხოვთ — მთლიანად ანგარიშის თუ კონკრეტული მონაცემების.
რა ხდება შემდეგ
- მოთხოვნის მიღებას დაგიდასტურებთ 3 სამუშაო დღეში.
- ვინაიდან სამუშაო მონაცემები დამსაქმებელ კომპანიას ეკუთვნის, წაშლას მასთან ვათანხმებთ.
- შეთანხმების შემდეგ მონაცემები იშლება 30 დღის განმავლობაში.
- შედეგის შესახებ წერილობით შეგატყობინებთ.
რა იშლება
- ანგარიში და საიდენტიფიკაციო მონაცემები;
- ადგილმდებარეობის ჩანაწერები;
- თქვენ მიერ გადაღებული ფოტოები;
- ტექნიკური ჟურნალები.
რა შეიძლება დარჩეს
ბუღალტრული და საგადასახადო დოკუმენტები (შეკვეთები, ზედნადებები, გადახდები) კანონით დადგენილი ვადით ინახება და მათი წაშლა შეუძლებელია. ასეთი ჩანაწერებიდან, სადაც ტექნიკურად შესაძლებელია, თქვენი პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები ამოიშლება.
კონტაქტი
შპს „ბულენი" (Boolean LLC) · info@boolean.ge · 577 92 30 31

